“BIBBIRRU” ქართული ჩანთების ახალი ბრენდია, რომელიც შექმნის დღიდან საკუთარი კოლექციის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს. ბრენდი მომხმარებლებს დიდ სიახლეს სთავაზობს და სულ მალე ჩანთებთან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალ კოლექციასაც შესთავაზებს. “თბილისი თაიმსს” კრისტინე პახომოვა ესაუბრა “BIBBIRRU”-ს შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ჩვენს მკითხველს მოუყევუთ თქვენ შესახებ…
“BIBBIRRU” არის ქართული ბრენდი – პრაქტიკოსი შემოქმედებისთვის ერთგვარი პლატფორმა. რაც გულისხმობს როგორც დამოუკიდებელი ხაზის ქონას, ასევე თანამშრომლობას სხვადასხვა მასალაზე მომუშავე დიზაინერებთან. ჯერჯერობით ჩვენი ბრენდი ბაზარზე სრულად არ არის წარმოჩენილი.
საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ჩანთების ხელნაკეთი ქართული ბრენდი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრენდის სრული ასორტიმენტი არ არის წარმოჩენილი. მისი მთავარი ხაზი იქნება ფეხსაცმელი და გარკვეულწილად ტანსაცმელიც, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მაისის შუა რიცხვებიდან იქნება.
რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელწოდება?
ბრენდის სახელის შერჩევას განსაკუთრებით დიდი დრო დასჭირდა. “Bibbirru” შუმერული სიტყვაა და განიმარტება როგორც მზის სხივი, ბრწყინვალება.
რა მასალას იყენებთ ჩანთების შესაქმნელად და ამ ეტაპზე მხოლოდ ჩანთებს ამზადებთ?
ტყავისა და ხის მასალაზე ვმუშაობთ.
მხოლოდ თქვენეული დიზაინით ამზადებთ თუ ითვალისწინებთ მომხმარებლის შეკვეთებსაც?
დიზაინი ჩვენია, მაგრამ მოდელების ილუსტრებისას, მომხმარებლების სურვილებს ვითვალისწინებთ ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ტექნიკურადაა შეუძლებელი.
რამდენად კომფორტული და სატარებლად მოსახერხებელია Bibbirru-ს ჩანთები?
საკმაოდ მოსახერხებელია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამასთანავე ტევადი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამ ტიპის ჩანთის ყოველდღიურად ტარება, პირადად ჩემთვის იქნებოდა კომფორტული.
ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?
ის რომ კონკურენცია მაღალია, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და უწყვეტ რეჟიმში მუშაობ სიახლეებზე. ის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე მოთხოვნა არის – როგორც ამ ტიპის პროდუქციის, ასევე სიახლის. ძალიან კარგია, რომ ქართველი მომხმარებელი დაინტერესდა ქართული ნაწარმით. პროდუქციით, რომელზეც მწარმოებელი ხელით მუშაობს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა, ალბათ პირველ გამბედავ მეწარმეს/დიზაინერს უნდა ვუთხრათ და ასევე ქართველ მომხმარებელს, რომელიც ამ შრომას აფასებს და განსხვავებულს ყოველთვის ადეკვატურად აფასებს.
ვინ ქმნის Bibbirru-ს?
სამუშაო გუნდი რამდენიმე ადამიანისგან შედგება. მათი საზოგადოებაში პრეზენტაცია მოხდება მაშინ, როცა დამოუკიდებელ ხაზებს წარადგენენ და როგორც მაღლა აღვნიშნე, ეს მაისში მოხდება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია ფეხსაცმლისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩანთებს ყურადღებას ვაკლებთ. ფეხსაცმელი არის ოცნება, უკვე ხორცშესხმული, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს და აქედანაა აგებული ტანსაცმლის, ჩანთების და სხვა დანარჩენი აქსესუარების კონცეფციაც.კიდევ ერთხელ მადლობა დაინტერესებისთვის და თქვენი საშუალებით ჩვენს მომხმარებლებსა და თქვენს მკითხველს გვინდა ვუთხრათ: დაგველოდეთ, მაისი ყველასთვის ჯადოსნური თვე იქნება!