სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს ფოტოს ბევრი იღებს. ზოგს ის ჰობად აქვს ქცეული და მოყვარულის დონეზე იღებს მათ, ზოგს კი ფოტოგრაფიის მიმართ პროფესიონალური მიზნები აქვს და საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწორედ ფოტოგრაფის გადმოსახედიდან გეგმავს.

იმ რეალობის ფონზე, რომ დღეს კამერას ბევრი რთავს, საკმაოდ რთულია, ამ სფეროში საკუთარი თავი დაიმკვიდრო, სახელი გენწერა გქონდეს და  იყო გამორჩეული. ძალიან, ძალიან გამორჩეული ფოტოგრაფია გვანცა მაღლაკელიძე.  ის საკუთარ მოდელებს ფოტოებს, პირდაპირი მნიშვნელობით, რძიან აბაზანებში უღებს. ბუნებრივია, ასეთი იდეა ყველა ადამიანის გონებისთვის ხელმისაწვდომი ვერ არის. ოთხი წელია, რაც გვანცამ საკუთარი ცხოვრება ფოტოგრაფიას დაუკავშირა.ის, ძირითადად, „ბიუთი არტსა“ და პორტრეტებს ხატავს.

როცა რაღაც ძალიან გიყვარს, ეს შიგნიდან მოდის და განსაკუთრებული ტექნიკა არ გჭირდება, მთავარია, გულს და გონებას მიყვე.

საიდან გაჩნდა რძიანი აბაზანების იდეა?

ძალიან მიყვარს წყალი და ყვავილები. ერთ დღესაც, ვიფიქრე – თეთრი და წითლის კონტრასტი რა ლამაზი იქნება-თქო და გადავწყვიტე, წყალი გამეფერადებინა, რატომღაც, საღებავის მაგივრად რძე გამოვიყენე და წითელი ყვავილები ჩავყარე.

„გადავწყვიტე და თეთრ წყალში ჩავყარე წითელი ყვავილები. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, რომ საღებავი გამეხსნა, რძე ვიყიდე და გავხსენი წყალში. შემდეგ უკვე, ფოტოშოპის მეშვეობით ვასწორებ, თუკი რამეა გასასწორებელი“.

ამ ეტაპით დაიწყო გვანცას კამერის კავშირი რძიან აბაზანებთან. სწორედ თეთრისა და წითლის კონტრასტმა განაპირობა ის, რომ დღეს მისი ნამუშევრები არაერთ ადამიანში იწვევს გაოცებას – გაოცებას იმ სასიამოვნო გრძნობის გამო, რომ ვიღაც  ასეთი ტიპის ფოტოებს ქმნის. მის კადრებს „გადაღება“ კი არა, ნამდვილად უნდა ვუწოდოთ „შექმნა“. ცხადია, რომ მის ყოველ ფოტოს განსაკუთრებული ყურადღება და დრო აქვს დათმობილი. ყურადღება და დრო იმ ფოტოგრაფისა, რომელსაც აშკარად უყვარს და სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს.

საქართველოში კონკურენცია არ ციან. აქ ან გაგთელავენ, ან ჩაგქოლავენ, თუ განსხვავებული ხარ“.

რის ასახვაა შენი ფოტოები?

ყველა იმ იდეისა, რაც ასე ძალიან მინდა, რომ გადმოვცე და მსურს, რომ ამით რეალობას ცოტახნით, ასე თუ ისე, მოვწყდე. თითქოს, სხვა სამყაროში გადავდივარ ამ ყველაფრით.

ჩემს სფეროში ყველას ვერ ვიღებ ისე, როგორც საჭიროა. ისევ შეიძლება, რომ მუზა უცებ  მომივიდეს, ავდგე და წავიდე გადასაღებად. ზესტაფონში წავსულვარ მოდელის გულისთვის. თუ რაიმე არტის გადაღება მინდა, ჩემსავე მოდელებს მივმართავ ხოლმე.

ამ ეტაპზე, ფოტოგრაფიის კუთხით, რას საქმიანობ?

ამ ეტაპზე, ვმუშაობ პირად პორთფოლიოებზე. მინდა, ოფიციალური სამსახური მქონდეს, მაგრამ სადაც მივედი, უარით გამომისტუმრეს. ასე რომ, საქართველოში არავინ თქვას, ნიჭს აფასებენო – ალბათ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

როგორც გვანცამ საკუთარი გამოცდილების ფონზე დაინახა, საქართველოში ნიჭს არ აფასებენ. რამდენჯერმე წარმატებისთვის გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მას გული აუცრუვდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი კადრების განსაკუთრებულობას, სილამაზესა და ხარისხს ყველა იდეალურად ხედავს, წინსვლისთვის ხელი არავინ შეუწყო. გეგმავს, რომ ფოტოგრაფიაში საკუთარი ბედი საქართველოს ფარგლებს გარეთ სცადოს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ის სამშობლოს ფოტოგრაფის სტატუსით აღარ დაუბრუნდება.

 

„იმხელა სიამოვნებას ვიღებ  გადაღებებით, რომ გარშემო, თითქოს, ყველაფერი მავიწყდება, ყველაფერი ჩერდება. ისიც ძალიან ბევრს ნიშნავს, რაღაცებს რომ გადავიღებ და სრულიად უცხო ადამიანები რომ გამატებენ, გწერენ. ამ ფოტოების შემდეგ იმდენი დადებითი ემოცია მომდის უცნობი ადამიანებისგან, ძალიან ბედნიერი ვხდები. მინდა, რომ გადმოვცე ის, რაც რეალურად მაკლია“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: