ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 10 აპრილს კახეთის რეგიონში 25
კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა
რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
10 აპრილს 17:00სთ-დან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე
სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:30 საათამდე ახმეტის და თელავის
რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100%
შეადგინა, გასროლილ იქნა 55 რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

Please follow and like us: