„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც “ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Please follow and like us: