მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, დადასტურებული ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„ვვარაუდობთ, რომ რეგისტრაცია მასწავლებლებისთვის მაისში დაიწყება, თუმცა, დადასტურებული ინფორმაცია ჯერ მასწავლებელთა სახლისგან არ გვაქვს. ვემზადებით, მაისში რეგისტრაციის გასახსნელად მზად ვიქნებით”,- განაცხადა გორგოძემ.

Please follow and like us: