5 საათის წინ
ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
10 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
10 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
10 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
10 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს.

“დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშოება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ დეკანოზი ნოდარ ქათამაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა თბილისის 47-ე სკოლა და რუსთავის მე-17 სკოლის ჩოხოსნები.

Please follow and like us: