ამ ერთი შეხედვით უცნაური სახლის აშენებას 20 წელი დასჭირდა.

მამაკაცმა საკუთარი სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იანი წლებში დაიწყო. ბოთლების სახლის ფოტო მან ერთ-ერთ ჟურნალში ნახა. ფერადი მინის ბოთლებით აშენებული უცნაური და ორიგინალური სახლი ისე მოეწონა, რომ საკუთარ თავს პირობა დაუდო, მიწის ნაკვეთს შეიძენდა თუ არა, ასეთ სალხს აუცილებლად აიშენებდა.

დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ სახლის ასაშენებლად მის მეპატრონეს 8 ათასი შამპანურის ბოთლი დაჭირდა. სად არ ეძებდა ბოთლებს, ბარებსადა რესტორნებში, ქუჩაში, მინის ტარის პუნქტებში, თქვენ წარმოიდგინეთ, ნაგავშიც კი.

მის სტუმრებს საქმე გაადვილებული ჰქონდათ, კარგად იცოდნენ, რითი შეიძლებოდა გაეხარებინათ მასპინძელი.

შრომის შედეგი იდეალური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის ასაშენებელი მასალა საკმაოდ ნაზად გამოიყურება, ის ძალიან პრაქტიკულია და საოცარი თვისებები ახასიათებს. ცარიელ ბოთლებში არსებული ჰაერის წყალობით სახლი ზამთარში თბილი, ზაფხულში კი გრილია.

მისი მეუღლე ლუდმილა ვლადიმირის მუზა და მისი მთავარი დამხმარე იყო. ეს საოცარი სახლი მამაკაცმა პირველ რიგში საკუთარ ცოლს აუშენა,  მათი ოქროს წლისთავის აღსანიშნავად.

მთლიანობაში დაიხარჯა 8 000 ბოთლი, რამდენიმე ტონა ცემენტი და ცხოვრების 20 წელი. თუმცა მან ოცნება აიხდინა.

 

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: