აღდგომის ტაძარში ქრისტიანები თაყვანს სცემენ ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის ადგილებს. არქეოლოგების გამოკვლევები მეტყველებს, რომ იესოს საფლავი იყო ნამდვილად ეკლესიის ტერიტორიაზე. 2000 წლის წინ ეს ტერიტორია ქალაქის კედლის გარეთ მდებარეობდა. შენობის ისტორია კონსტანტინეს დროს იწყებს სათავეს.

ექვსი კონფესია – მართლმადიდებლები(ბერძნები), სომხები, კოპტები, ეთიოპიელები, სირიელები და კათოლიკები ინაწილებენ ეკლესიას. მთავარი ნაწილი ეკუთვნის ბერძენ მართლმადიდებლებს. კათოლიკები და სომხები ინაწილებენ შენობის დარჩენილ ნაწილს. კოპტები, სირიელები და ეთიოპიელები თითო სამლოცველოს ფლობენ, მაგრამ არ აქვთ უფლება ყოველ დღე ღვთისმსახურების. საერთო მფლობელობაშია კუვკულია(მაცხოვრის საფლავი) და ქვა, რომელზედაც გარდამოხსნილი მაცხოვარი დააწვინეს.

ერთად ცხოვრება კონფესიების განისაზღვრა ეგრეთწოდებული ,,Status quo‘‘-თი, რომელიც თურქეთის სულთანმა 1852 წელს მიიღო. “Status quo” ხელს უშლის ზოგიერთ საჭირო ცვლილებას. დიდი ხანია არსებობს მოთხოვნა დამატებითი, სახანძრო გასასვლელის. ისრაელის სახანძრო დახმარება აცხადებს, რომ ხანძრის შემთხვევაში ღვთის სახლი გადაიქცევა სიკვდილის სახლად. მეორე პრობლემა ის იყო, რომ მაცხოვრის საფლავზე დადგმული სამლოცველო უნდა განეახლებინათ. ჯერ კიდევ 1947 წელს მოიტანეს ინგლისელებმა შესაკეთებელი მასალა, მაგრამ მათი წამოწყება ჩაიშალა. რადგან კონფესიებს შორის არ იყო ერთიანობა. დაუსრულებელი კამათის მიზეზია საზოგადობრივი ტუალეტები. როგორც ამბობენ ფრანცისკანელებს (კათოლიკებს) სურთ განახლება, მაგრამ სხვა ქრისტიანები არ ეთანხმებიან.

კონფესიებს შორის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის გარემონტება 1950 და 1990 წლებში. ასევე ახალი გუმბათის დადგმა საფლავზე, რაც 1995 წელს გადაწყდა და ორი წლის შემდეგ დაიდგა.

კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ ეკლსიის გასაღები ორი მუსლიმი ოჯახის მფლობელობაშია. რაც მუსლიმების მიერ იერუსალიმის მეორედ დაპყრობის დროს იღებს სათავეს.

ღვთისმსახურება შემდეგი რიგის მიხედვით ტარდება: ჯერ მსახურობენ ბერძნები, შემდეგ სომხები და კოპტები და ბოლოს ლათინები.

ავტორი: გრიგოლ ჭეჟია

Please follow and like us: