5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ეხმარება როგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს, ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ადამიანთაშორის ურთიერთობას და საბოლოოდ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს, – ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ანასტასიადისმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების შანსები არსებობს, ამიტომ ორივე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენოს.

„საქართველოს და კვიპროსს შორის განსაკუთრებული, დიდი ხნის ურთიერთობა არსებობს და მინდა გითხრათ, რომ ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად, ასევე რელიგიურად ჩვენ ძალიან დიდი კავშირები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს კავშირები წლების, საუკუნეების განმავლობაში ღრმავდებოდა. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და დიდ პატივს ვცემთ ამ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ანასტასიადისმა.

კვიპროსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი იქნება ქვაკუთხედი ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების ორ ქვეყანას შორის.

„ჩემი ვიზიტი საქართველოში ისტორიულია. ეს არის კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ქვაკუთხედი ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ჩართულობის ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ამავდროულად ის უნდა გაუმჯობესდეს ხარისხობრივადაც. არის მთელი რიგი მემორანდუმები, ხელშეკრულებები, იგივე სოფლის მეურნებობის სფეროში, კლასიფიცირებული ინფორმაციის სფეროში, ასევე ეკონომიკური უთიერთობების განვითარების სფეროში, საქონლის, პროდუქტის, სერვისების გაცვლის სფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა კვიპროსის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ასეთი შეხვედრები საქართველოს და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძებლობას იძლევა.

„ის ამჟღავნებს ახალ შესაძლებლობებს, ახალ ბაზრებს ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ახალი, არსებითი ინვესტიციების შესახებ ვიფიქროთ იგივე ტელეკომუნიკაციის სფეროში, ტურიზმის, საბანკო სფეროში და სხვა. ეს ხელსაყრელი მდგომარეობა ჩვენ საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ანგლოსაქსური გარკვეული მემკვიდრეობა. ამასთან, გეოგრაფიული მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ ხელმისაწვდომობა იყოს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთზე, აზიის ბაზრებზე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ურთიერთობა ჩვენს ბიზნესწრეებს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს არის პროგრესული ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს წინსვლისა. ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება – ეს ყველაფერი ეხმარება როგორც პოლიტიკურ გაერიანებებს, ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ადამიანთაშორის ურთიერთობას და საბოლოოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს. აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმები და ინიციატივები ხორცშესხმული იყოს. არსებობდეს მდგრადი განვითარება როგორც საქართველოში, ასევე კვიპროსში. ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო ინიციატივები გამოვკვეთოთ და შევძლოთ კვლავ გავაღრმაოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

Please follow and like us: