5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი აშშ დოლარი) სესხსა და 500,000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად გამოუყოფს.

როგორც „თბილისი თაიმსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული თანხა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე ინფორმაციით, სესხები ლარში გაიცემა და ასევე გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შემცირებას ემსახურება.

„ეს ADB-ის მიერ კრედოსთან განხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს გააფართოვოს მომსახურების სფერო და მოიცვას მცირე ბიზნესი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობა ქალია. ვამაყობთ, რომ კრედო ბანკთან თანამშრომლობით ვაფართოვებთ მომსახურების სფეროს, ვზრდით ეკონომიკურ საქმიანობას რეგიონებში, ხელმისაწვდომს ვხდით საცხოვრებელს და ხელს ვუწყობთ საქართველოს მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას,“ -განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა, რაინერ ჰარტელმა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, კრედოს გრძელვადიანი სესხი განსაკუთრებით დაეხმარება ოჯახებს, რომელსაც ქალები უძღვებიან. მათივე ცნობით, ისინი ბანკის კლიენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. ახალი საკრედიტო ხაზით მოსახლეობა არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არამედ, სოფლადვე შემოსავლის გაზრდას შეძლებს ახალი ბიზნეს შესაძლებლობების დამატების გზით. ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს კრედოს წვდომას რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე 1,300 სოფელზე, გადახდის ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებით, ანაბრებით, სასესხო მომსახურებებით, ასევე ფინანსური ცოდნის ამაღლებითა და სამეწარმეო ტრენინგების ჩატარებით.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 43% სოფლად ცხოვრობს, 27% რაიონულ ცენტრებში და მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობას მისდევს ან მცირე საწარმოებშია დასაქმებული. არსებული დახმარება ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და რეგიონებში არსებული სიღარიბი დონის შემცირებას.

ცნობისთვის, ADB-ს 2007 წლიდან საქართველოს ბანკებზე არასუვერენული სესხების სახით 225 მილიონი აშშ დოლარი აქვს გაცემული. კრედო წამყვანი მომსახურე ბანკია ოჯახებისა და მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოში. ის დაახლოებით 230,000 მცირე მსესხებელს საშუალოდ 2,300 ლარის ოდენობის სესხის მოცულობით ემსახურება, კლიენტთა 50% კი ქალია. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Please follow and like us: