25 აპრილს გაიმართება ვახტანგ აბრამიშვილის სოლო კონცერტი დრეზდენში. ქართველი პიანისტი შოპენისა და ლისტის შედევრებს შეასრულებს.

დრეზდენის საფორტეპიანო ფორუმი, სადაც იმართება სალონური ტიპის კონცერტები, მონაწილეობას ღებულობს არაერთი ცნობილი მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ვახტანგ აბრამიშვილი დაიბადა თბილისში, 1987 წელს. პირველი გაკვეთილები მიიღო მამასთან 6 წლის ასაკში. 7 წლისამ ჩააბარა ზ.ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც 11 წლის მანძილზე ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას ჯერ პედ.ჩარბაძის, შემდეგ პედ.კარგარეთელის კლასში.
2009 წელს სწავლა განაგრძო გერმანიაში/2009/2013 წლებში სწავლობდა ფრანკფურტისა და, მოგვიანებით, ვისბადენის კონსერვატორიებში პროფ.შტეგემანისა და ფორაბერის ხელმძღვანელობით.

 

ამ წლების მანძილზე მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში.მაგალითად: კლოსტერ ებერბახში, კლოსტერ ანაბერგში,ვისბადენის ფორუმზე, ფრანკფურტის და დარმშტადტის კონსერვატორიებში,ბერშტეინისა და სტეინვეის როიალების სახლში.2012/2013 წლებში მონაწილეობდა ფესტივალ „ინსტრუმენტი და ხელი“ გამომცემლობა „ბრაითკოფ და ჰერტელის” დაკვეთით. ასევე, მონაწილეობა მიღებული აქვს მასტერკლასებში ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან:ლუკას ბლონდილი,ბერნჰარდ ვეტცი,ვოლფგანგ მანცი,ვერნჰარდ აიკე,იან პოლივკა და რომან ზასლავსკი.

2015 წელს სოლო კონცერტი გამართა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 2017 წელს ჩაწერა დისკი რომელშიც შესულია ბახის,მოცარტის,ბეთჰოვენის,შუბერტის,შუმანის,შოპენის,ლისტის და პროკოფიევის ნაწარმოებები.ამავე წლის ოქტომბერში დებიუტით წარსდგა საერთაშორისო ფესტივალზე „ფერადი ბგერები“ გერმანიაში. 2018 წლის 1 სექტემბერს გამართა კონცერტი ბათუმში ღია ცის ქვეშ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: