11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
16 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ 12 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ.  ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარუდგინა, ესაუბრა ქართული ღვინის კულტურასა და ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე.

იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლოს“ ფონზე, რომელიც ტოკიოში 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ზემოაღნიშნულ გამოფენაში 2015 წლიდან მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.

Please follow and like us: