2018 წელს 261.8 ათასი ტონა ყურძენი იწარმოა, რაც 44.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყანაში 86.2 ათასი ტონა თესლოვანი ხილი იწარმოა, რაც 3.3-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მასთან, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია: 46.0 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით, 2.4%-ით ნაკლები), 21.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (12.2 %-ით ნაკლები), 15.5 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (19.3 %-ით მეტი) და 67.4 ათასი ტონა ციტრუსი (15.8 %-ით მეტი).

Please follow and like us: