აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დირექტორის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
საბჭოს 4-მა წევრმა ხმა მისცა კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების გზით.
11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად.