ბზობის კვირა, რომელიც უმეტეს ქვეყნებში პალმის კვირად მოიხსენიება არის მეექვსე და ბოლო კვირა აღდგომის მარხვის. ბზობით იწყება ვნების კვირა. სახარებაში მოთხრობილია, რომ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად პასქის დღესასწაულის წინ იერუსალიმში მოდის. სანამ ისინი ქალაქში შევიდოდნენ, გაგაზავნა იესომ ორი მოწაფე მახლობელ სოფელში სახედრის მოსაყვანად. რითაც ასრულდა წინასწარმეტყველება, – ,,იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“(ზაქარია 9,9). იესო დაჯდა ვირზე და შევიდა იერუსალიმში. მოსახლეობა ტანსაცელს და პალმის რტოებს უფენდა გზაზე. ისინი ხარობდნენ და მღეროდნენ: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9)
იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში(ბზობა) უშუალო კავშირშია ლაზარის აღდგინებასთან(წინა დღეს იდღესასწაულება), რომელიც ოთხი დღის გარდაცვლი და დასაფლავებული იყო.
ეს სასწაული იყო ისეთი დიდებული, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა რწმენა ქრისტეს ღვთაებრივი წარმომავლობისა. მეორე მხვრივ იუდეველები სწორედ ამ სასწაულს მიიჩნევდნენ მიზეზად და სურდათ, როგორც იესოს ასევე ლაზარეს მოკვდინება.
ქრისტე ღმერთი მოდის იერუსალიმში არა ცხენით, არამედ ვირით, მოაქვს მშვიდობა და არა ძალაუფლების დემონსტრაცია. რითაც მოსიყვარულე, თავმდაბალმა, თავგანწირულმა ღმერთმა განაცხადა,- ,,ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური!“
ავტორი: გრიგოლ ჭეჟია