რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„აღდგომა ცოდვებზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის, ვუერთდებით თქვენს სიხარულსა და ბედნიერებას, წინსვლას გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურებასაც დაესწრო, შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „აღდგომა ცოდვათა დამარცხების, სულიერი ამაღლებისა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია“.

ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და აღდგომის წინა კვირას იდღესასწაულება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, სულის სიმშვიდესა და სიხარულს უსურვებს მათ.

საქართველოს მოლოკანთა თემი ბზობას – უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საუფლო დღესასწაულს და წარმატებებს გისურვებთ,“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

Please follow and like us: