კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ხუთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, სტიქია როზას მუნიციპალიტეტში კვირას დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მეწყერმა რვა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და პანამერიკულიგზატკეცილის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩახერგა.