5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ნაწილობრივ გაიზიარა.

პროკურატურის მოითხოვდა ჯიბღაშვილმა 15 000 ლარიანი გირაო გადაეხადა და მანამდე პატიმრობაში დარჩენილიყო. დაცვის მხარემ კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 000 ლარი განესაზღვრა და თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლოს მოთხოვნით მსახიობმა ნარკოლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

“მადლობა უფალს განსაცდელისთვის” — განაცხადა ჯიბღაშვილმა სხდომაზე და მედიას ობიექტური გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ, 22 აპრილს დააკავეს.მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს

Please follow and like us: