ვინმეს დღევანდელი თბილისი საერთოდაც რომ არ უყვარდეს, „ძველი თბილისი“ ნამდვილად არის ის ტერიტორია, რომელიც ბევრისთვის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. ჩვენი დედაქალაქის დაგეგმარებას, ასე თუ ისე, საზოგადოების საკმაო ნაწილი აკრიტიკებს. თუმცა, „ძველ თბილისს“ კვლავ აქვს რესურსი, შეინარჩუნოს ძველებური იერ-სახე. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არაქართველებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია.

ფერადი სახურავები, სხვადასხვა მრწამსის მომლოცველებისთვის სალოცანი სივრცე, მოედნები, ძველი ციხე, ახლისა და ძველის შერწყმა, ქართველი და უცხოელები – ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის იმ უბანს, რომელიც დიდსა და პატარას თანაბრად უყვარს.

ნარიყალას ციხე – ის არაერთ საუკუნეს ითვლის. ის არის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი იმათგან, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული

თბილისის მეჩეთი, ჯუმა მეჩეთი – მუსლიმი მოსახლეობის თბილისში გამოჩენას, პარალელურად, მეჩეთების აშენება მოჰყვა. აღნიშნული ნაგებობა 1522-1524 წლებში აშენდა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი – გუმბათოვანი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, ერთ-ერთი უძველესი ეკლესია თბილისში

მთაწმინდა, „ძველი თბილისისთვის“ დამახასიათებელი საბაგირო – საბაგიროს მეშვეობით „ძველი თბილისის“ ზემოდან დათვალიერების მსურველთა რაოდენობა არათუ უცვლელია, არამედ იმატებს

აბანოთუბანი – აბანოების უბანი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აბანოები ბუნებრივად ცხელ, მინერალურ წყლებზეა გაშენებული

სამების საკათედრო ტაძარი – ავლაბრის ეს ტერიტორია „ძველი თბილისის“ ნაწილია. აღნიშნული საკათედრო ტაძარი კი არც ისე დიდი ხანია, რაც ქრისტიანების სალოცავია

მეტეხის ეკლესია და გორგასლის ძეგლი – ხედი, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ქართველების, თუ უცხოელების ობიექტივში. საუკუნეების მანძილზე ტაძრის დიზაინი არაერთხელ შეცვლილა. დღესაც, ის ამ ტიპის პროცესშია.

სიონის ტაძარი – თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი. ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს

რიყე – „ძველი თბილისის“ ერთ-ერთი უბანი. პერიოდულად, მას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. განახლების შემდეგ, ის ქართველებისთვის, და არამხოლოდ ქართველებისთვის, თავშეყრისა და მნიშვნელოვანი თარიღების ერთად გატარების ადგილია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: