აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განაცხადა. მამუკა მუმლაძემ სადღესასწაულო დღეებში ავტობუსების მუშაობის საკითხზეც ისაუბრა.

“აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23 საათიდან 28 აპრილის 4 საათამდე მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 4 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროს სადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროს სადგურებია: ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

Please follow and like us: