ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობაც.

„ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც. ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება,“ – ნათქვამია ეპისტოლეში.

Please follow and like us: