18 საათის წინ
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს – ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო
18 საათის წინ
„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს
20 საათის წინ
გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ
21 საათის წინ
ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა
21 საათის წინ
ნინო ლომჯარია – პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

როგორც „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

Please follow and like us: