იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს. ტახტზე ნარუჰიტო ავიდა, რომელმაც გვირგვინის დადგმისას მსოფლიოს ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. ამის შესახებ BBC წერს.

იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას “რეივას ეპოქა“ ერქმევა. იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს. 30 აპრილს 31-წლიანი ჰეისეის ეპოქა იმპერატორ აკიჰიტოს წასვლასთან ერთად დასრულდა, 59 წლის პრინც ნარუჰიტოს იმპერატორის ტახტზე ასვლისას კი იაპონიაში ახალი, რეივას ეპოქა იწყება.

სიტყვა რეივა ორი იეროგლიფისგან შედგება და წესრიგსა და მშვიდობას, ჰარმონიას გამოხატავს.

მანამდე იაპონიის იმპერატორობაზე უარი თქვა აკიჰიტომ, რომელიც 85 წლისაა. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში 200 წელიწადზე მეტია არ მომხდარა. იმპერატორი აკიჰიტო 1933 წელს დაიბადა, მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით რიგით 125-ე იმპერატორია. ის ტახტზე 1989 წელს ავიდა.

Please follow and like us: