ყველა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი საქორწინო ტრადიციები აქვს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უცნაურია, მაგრამ გარკვეულწილად სწორედ საქორწინო ტრადიციები გამოხატავს ამა თუ იმ ერის ხასიათს.

ჩინეთში თუ ორივე მხარე თანახმაა, მაშინ მომავალი წყვილი ჰოროსკოპს ადგენს, რათა დარწმუნდნენ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს ქორწილამდე შეხვედრა არ შეუძლიათ. ქორწილზე წითელი ფერის ტანსაცმელში ეწყობიან, რადგან წითელი-სიხარულის და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას წყვილი საკურთხევლის წინ მუხლს იყრის და ზეცის, მიწის და წინაპრებისგან კურთხევას ითხოვს, ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულები ცალკე ოთახში მიყავთ.

კენიელმა ახალგათხოვილმა ქალმა მთელი წლის განმავლობაში ხელები შავ-წითელი ორნამენტებით უნდა მოიხატოს. მთელი ტომის მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალი პატარძალია და პატივი უნდა სცენ. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალის მძიმე ტვირთის გასაზიარებლად, ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა მთელი თვე ცოლის კაბაში უნდა გაატაროს, რომ კარგად გაითავისოს რა რთულია იყო ქალი.

მაკედონიაში პირველ ღამეს ახლადდაქორწინებულები მთავარი განძის, ქუდისა და ჩექმის დასაუფლებლად იბრძვიან. ვინც ორივე ნივთს მოიპოვებს, ოჯახის უფროსიც ისაა.

ნიგერიაში სასიძომ რჩეულთან მისვლამდე მისი ნათესავების ალყა უნდა გაარღვიოს. ნათესავები ჯოხებით არიან შეიარაღებულნი და სასიძოს ურტყამენ — ამით მის ამტანობას და სირთულეებთან გამკლავების უნარს ამოწმებენ. ასევე მათ სილამაზის განსხვავებული იდეალები აქვთ. თუკი პატარძალი ქორწილამდე  (და ოჯახური ცხოვრების პირველ ხანებში) არ მოიმატებს წონაში და არ დაიყენებს ე.წ. მრგვალ ფორმებს, სიძეს აქვს მისი მშობლებთან მიბრუნების უფლება.

აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულების თანახმად, პირველ ღამეს ქმარმა ცოლს წინა ორი კბილი უნდა ჩაუმტვრიოს. ტომში ასეთი ანდაზაც კი აქვთ: «გათხოვილი, კბილებჩამტვრეული ქალი ამაყად იცინის, გასათხოვარი, კბილებიანი ქალი კი მორცხვად იღიმის. »

რუსეთში პატარძალი სასიძოსთან ერთად მისმა მეგობრებმაც უნდა გამოისყიდონ. ქალის ნათესავები და მეგობრები კი ცდილობენ, მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ. კუპიურებს მაგიდის ოთხივე კუთხესა და შუაგულში აწყობენ. როგორც კი საქმრო და მისი მეგობრები პატარძალს ხელით შეეხებიან, ის გამოსყიდულად მიიჩნევა.

ნამიბიაში ფატის მაგივრად პატარძალს ახურავენ სპეციალურ თავსაბურავს, რომელსაც ჰქვია “ეკორი” და დამზადებულია თხის კანისგან, რომელიც ამოვლებულია ცხიმში, ფისში და ხნაში.

კუნძულ ბალიზე  ახალდაქორწინებული ნარკოზის გარეშე კბილებს იქლიბავენ. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ მათში ბოროტი სული არ ბუდობს. სადღესასწაულო სუფრაზე დაინახავთ მხოლოდ ქალებს, და კაცები კი ამ დროს ისვენებენ, რადგან ქორწილისთვის ყველა კერძს ისინი აკეთებენ და სუფრასაც თავად აწყობენ.

კუნძულ იავაზე, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში დაწესებულია გადასახადი ქორწილის რეგისტრაციისთვის. მაგრამ საინტერესო ზუსტად ისაა, რომ გადასახადი არა ფულადი არამედ ვირთხის კუდებით! ქორწილის დარეგისტრირების მსურველებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში 25 ცალი ვირთხის კუდი უნდა მიიტანონ.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: