უსინათლო იაპონელი მეზღვაური, მიცუხირო ივამოტო პირველი მხედველობა შეზღუდულია, რომელმაც დამოუკიდებლად წყნარი ოკეანის იახტით გადაცურვა შეძლო.

მოგზაურობის პერიოდში, იაპონელი პორტში არ შესულა. მან 14 ათასი კილომეტრი გადალახა, რასაც თითქმის 2 თვე მოანდომა.

არ დავნებდი და ოცნება ავისრულე. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში – განაცხადა მიცუხირო ივამოტომ.

ივამოტომ სტარტი 24 თებერვალს სან-დიეგოდან აიღო. მას თან ახლდა დამხმარე დაგ სმიტი. როგორც Japan Times-ი წერს, ივამოტო იახტას მართავდა, ხოლო სმიტი შტურმანის როლს ასრულებდა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

12 მეტრიანი იახტა Dream Weaver საბოლოო დანიშნულების წერტილში პორტ ივაკიში, 20 აპრილს ჩავიდა.

წყარო: Prime Time

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: