შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ვერტმფრენი ეყოლება.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული ვერტმფრენები კაპიტალურად გარემონტებული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ ლაბორატორია, რომელიც ემსახურება სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომლებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში, დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება როტაციას სასაზღვრო პოლიციის, რომელიც ემსახურება მაგალითად თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როდესაც ადამიანი მთაში ზამთრის პერიოდში ზიანდება. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ოთხი ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენები იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

Please follow and like us: