„ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარისა და მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს“,-ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში განაცხადა.

ლევან მურუსიძე პასუხობდა გირგვლიანის საქმის ყოფილ ადვოკატს, „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს, რომელიც მურუსიძეს პოლიტიკური განცხადების გაკეთებასა და სასამარლოს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებდა. მურუსიძის განმარტებით, ის უყურადღებოდ ვერ დატოვებს იმ ფაქტს, რომ დღეს „პირდაპირ ლანძღავენ მოსამართლეთა კორპუსს“ და მისი როგორც ასოციაციის თავმჯდომარის ვალდებულებაა დაიცვას სასამართლო მსგავსი ქმედებებისგან.

 „ბატონო შალვა, ჩემი სახელის ხსენება გახდა ჩემთვის პრობლემა. თქვენ  და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ  აწარმოებთ კამპანიას, მაიძულეთ ამომეღო ხმა. რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, ვიქნებოდი მშვიდად. მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის პოლიტიკოსების ბრალი“.

Please follow and like us: