მამაკაცი, რომელიც მეტოსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.
შემთხვევა მეტროში დაახლოებით 10:15 წუთზე მოხდა.
„როდესაც სადგურზე შემოდიოდა მატარებელი, მგზავრი ჩავარდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. როდესაც დაასრულებენ მუშაობას, ჩაირთვება მეტრო. ამ ეტაპზე მეტრო მოძრაობს ვარკეთილიდან დიდუბის მეტრომდე. დიდუბის მეტროში ბრუნდებიან მატარებლები. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ არის. დიდუბიდან ვარკეთილამდე უბანი გაიხსნება მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოები დაასრულებენ მუშაობას“, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.