გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს. როგორც „თბილისი თაიმსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება.

მათი ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

„24 და 29 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 აპრილს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში. 26 აპირილს ქ.რუსთავში – 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.5-ჯერ, ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 27 აპრილს ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ. 28 აპრილს ქ.რუსთავში 1.3-ჯერ. 30 აპრილს ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ქ.ბათუმში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 1 მაისს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში 1.2-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, III მიკრო-რაიონი, №192 საჯარო სკოლასთან; დიდი დიღომი, I მკ. რ-ნი, მირიან მეფის ქ.№16ა, სკოლა „იბერია“-სთან; ანდრია აბაშიძის ქ.№12, ბაგა-ბაღი „მაკნატუნა“-სთან; მერაბ ალექსიძის ქ. №8, საბავშვო ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას,“ – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

Please follow and like us: