,,ენერგო-პრო ჯორჯია“, რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების „მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

„საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება რუსთავის ენერგომომარაგება. ქვესადგურში ,,მარჯვენა სანაპირო“ დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების პროცესს“, – განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ.

ქვესადგურების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება

Please follow and like us: