ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი გაიტაცეს. ის ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.