ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.

ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოდან 700 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება, რაც ოთხჯერ ნაკლებია იმპორტზე. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ მაისი-ივლისში არ დასჭირდება

Please follow and like us: