ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ქალაქში მიკროავტობუსები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მომზადდება სრული დასკვნა, როგორ გადანაწილდება ქალაქში ტრანსპორტი.

„გასულ წელს ფრანგულმა კომპანიამ „სისტრა“ დაიწყო კვლევა და ძალიან მალე გვექნება სრული მონახაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა.

Please follow and like us: