5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

„კოსმო“ დეიდაშვილების სოფო მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც  2015 წელს შეიქმნა. გოგონებმა ბიზნესი  5 ლარით დაიწყეს,დაარსებიდან  სამი წლის შემდეგ  „კოსმოსაქვს სამი მაღაზია,საგამოფენო დარბაზი, ჰყავს 25 თანამშრომელი,  თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო და რაც მთავარია პროდუქციისკოსმოსურიარჩევანი. „თბილისი თაიმსს“   Cosmo-  წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სოფო მუხულიშვილი ესაუბრა.

„კომპანია კოსმოში მართლაც სასიამოვნო სიახლეებია. „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, მონაწილეობა მივიღეთ ჰონგ-კონგში ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. გამოფენაზე წარდგენილი გვქონდა საგაზაფხულო კოლექცია, რომლის კონცეფცია იყო ტრადიციული ეთნო სტილი გაერთიანებული თანამედროვეობასთან.  დღესაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით,  რათა   ქართულ თემატიკაზე შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ნამუშევარი.“

რაც შეეხება პროდუქციას, გამოფენაზე წარდგენილი იყო  მხოლოდ ტყავის პროდუქცი:ჩანთები,ბლოკნოტები, ქამრები და საფულეები.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, განსაკუთრებულ მოწონებას ქართულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები იწვევდა:თამარ მეფის გვირგვინის ასლის მიხედვით შექმნილი ჩანთა,  ჩოხა ჩანთები, სარტყელები , სხვადასხვა ქართული ორნამენტით შექმნილი და ძველი ქართული ანბანის მიხედვით გაცოცხლებული ჩანთები.

„სანამ გაიგებდნენ, რომ ეს იყო ქართული პროდუქცია, მანამდე მოსწონდათ და შემდეგ, როდესაც ვუყვებოდით ყველა ნივთის ისტორიას, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა მათი რეაქციები.სწორედ ქართულ თემატიკაზე შექმნილი ორი ჩანთა  მოხვდა ჰონ-კონგში საუკეთესო ჩანთების ათეულში, რაც საოცრად ამაღელვებელი, დიდი სტიმული და მიღწევა იყო ჩვენთვის“.

გამოფენიდან ჩამოვედით ძალიან სერიოზული შემოთავაზებებითა და კონტაქტებით. ჰონგ-კონგიდან 2 დაინტერესება გვქონდა   და ახლა უკვე ჩვენგან ელოდებიან კატალოგების გაგზავნას. ძალიან კარგი შემოთავაზება გვქონდა ბელგიიდან, ექვსმა კომპანიამ წაიღო ჩვენი პროდუქციის ნიმუშები.ასევე დაინტერესდნენ ესპანეთიდან, რომ ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია.საბოლოოდ რაც ძალიან სასიხარულოა მთელმა გამოფენამ აღიარა, რომ გამორჩეული და განსხვავებული კოლექცია გვქონდა“.

 

სახელოსნო და საგამოფენო დარბაზი დაახლოებით ერთი წელია რაც გაიხსნა. ჩვენს სივრცეს  ორი ფუნქცია აქვს, ერთი ნაწილი სახელოსნოს უკავია, ხოლო მეორეში ნივთებია გამოფენილი. საინტერესო და ინოვაციურია ის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ან ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, შეუძლია გვესტუმროს, დაათვალიეროს ჩვენი პროდუქცია, დააკვირდეს მუშაობის პროცესს და რაც მთავარია თავად შეიტანოს წვლილი სასურველი ნივთის დამზადებაში.

„დაახლოებით სამი თვის წინ, დავამატეთ ვებგვერდი და მომხმარებელს ყოველგვარი ლოდინისა და პროცედურების გავლის გარეშე შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ და ჩვენი კურიერის დახმარებით სასურველ ნივთს ისინი ადგილზე მიიღებენ“.

სამომავლოდ კოსმო ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, ვცდილობთ და გვინდა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კვლავ გავანებივრებთ სიახლეებით და პერიოდულად შევთავაზებთ ახალ-ახალი კოლექციებს.

ჰონგ-კონგის გამოფენის პარალელურად, აზერბაიჯანშიც გავაგზავნეთ გარკვეული მოდელები და იქაც იყიდება ჩვენი პროდუქცია. კერძოდ, საფულეები და საყურეები. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან გაყიდვების სხვა წერტილებიც მოვიძიოთ“.

 

 

 

Please follow and like us: