კარატეში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე ზესტაფონელი ტატო სამხარაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული შედეგი აჩვენა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ტატო სამხარაძეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დახვდნენ და მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა. ტურნირზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 11 სპორტსმენით წარსდგა. ქართველმა კარატისტებმა ტურნირზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: