3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

„მსურს, ყველას მივულოცო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში, ასიათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მინდა, ქედი მოვიხარო მათ ხსოვნის წინაშე. მსურს, მივულოცო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ,  მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

Please follow and like us: