საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

პრეზიდენტმა ვეტერანებს დღევანდელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ქართველის პატივისცემის დღეა, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, განურჩევლად იმისა, ვის მხარეს იბრძოდა.

“ყველა ვეტერანს, ვინც ცოცხალია, მინდა იმდროინდელი გამარჯვება მივულოცო. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ – გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნილი თუ ემიგრანტები, რომლებიც თავიანთი გაგებით, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ყველა საქართველოსთვის დაიღუპა. მინდა, მათი ხსოვნა და პატივისცემა იყოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

Please follow and like us: