მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი.

Please follow and like us: