12 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სკვერი მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულა, 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სკვერის კეთილმოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის შედეგად გადაწყდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ტრენაჟორები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, საბაღე სკამები განთავსდა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სამგორის რაიონის გამგებელს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორხევის დასახლებაში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული სკვერის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი გამოიყო.

Please follow and like us: