არც ისე მცირე ასაკიდან მოყოლებული, ადამიანები სხვადასხვა ტიპის სამსახურს სხვადასხვა მიზნით ეძებენ. ზოგს სურს, ამით სწავლის თანხა გადაიხადოს, საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ, იყვნენ დამოუკიდებლები და ა.შ. თუმცა, არც ისე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები იმ დროისთვის მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ხალისით ასრულებდნენ და არა იმისთვის, რომ ის საქმე უნდა გაკეთდეს, რომელიც ამ კონკრეტული ადამიანის სახელსა და გვართან არის დაკავშირებული.
თაკო ხოზრევანიძე საქართველოს ფოსტის სულ ახალი თანამშრომელია. კურიერის პოზიციაზე მან დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობა დაიწყო. ჯერ მხოლოდ მეშვიდე თვეა, რაც ის ამ საქმიანობით არის დაკავებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის, ამ ეტაპზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესადმინისტრირებას, უფრო ზუსტად კი – მენეჯმენტს.
„ჩემთვის კურიერის პოზიციაზე დასაქმება საინტერესო გამოწვევა იყო. გამომდინარე იქედან, რომ კურიერებს სკუტერის გვიწევს გადაადგილება, ხშირად დამსაქმებელიც და მომხმარებელიც ჩემ მაგივრად კაც კურიერს ელოდება. თუმცა, პროფესიას სქესი არ აქვს. ჩემთვის გამოწვევაა, ვიყო ქალი კურიერი, ვაკეთო საქმე, რომელიც მომწონს და დავამსხვრიო სტერეოტიპები“.
რატომ გადაწყვიტე, რომ ფოსტის კურიერი ყოფილიყავი?
პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ამასთან, ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის კურიერად მუშაობა.
როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს შენს ოჯახში?
თავიდან გაჩნდა კითხვები, რატომ გადავწყვიტე კურიერად მუშაობა. შემდეგ ყველა დადებითად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას.
განსხვავებით ახლობელი ადამიანებისგან, უცხო გარშემომყოფების გამო თაკოსთვის ფოსტაში მუშაობის პირველი დღეები საკმაოდ რთული იყო, თუმცა, მისმა ამ იდეამ გაოცება ნაცნობებშიც გამოიწვია და უცნობებშიც.”
ბევრ შეკითხვაზე მიწევდა პასუხის გაცემა, რადგან ყველას უკვირდა ჩემი დანახვა მოპედით. შემდეგ უკვე ძალიან დადებითად მიღებდნენ“.
უნდა აღინიშნოს შემდეგი – თაკოსთან ერთად, საქართველოს ფოსტაში სხვა რამდენიმე გოგონაც მუშაობს, თუმცა არსებობს ერთი განსხვავები – ეს გოგონები, ნაცვლად მოპედისა, ფეხით გადაადგილდებიან.
კითხვაზე, როდის და რატომ ისწავლა მან მოპედის ტარება, თაკო პასუხობს – „მოპედის ტარება სამსახურში მოსვლის შემდეგ ვისწავლე, რადგან ფეხით გადაადგილება უფრო რთული იყო და ვეცადე, შემემსუბუქებინა საქმე“.
ძირითადად, რა სახის სირთულეებს აწყდები საკუთარი მოვალეობის შესრულების პროცესში?
სირთულეები, ძირითადად, ცუდ ამინდშია ხოლმე. ასევე, საკმაოდ რთულია მოპედით გადაადგილება, რადგან უფრო ყურადღებითა და უსაფრთხოდ უნდა ვიყოთ, ვიდრე – მანქანები.
გარდა ამისა, რა ინტერესები გაქვს ცხოვრებაში?
ძალიან მინდა, საკუთარი პროფესიით ვიმუშაო მომავალში და ყველაფერს ვაკეთებ მაგისთვის. ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება, რაიმე ახალი გამოწვევა მივიღო.
სამომავლოდ, რას გეგმავ?
გრძელვადიანი გეგმები არმაქვს, ახლა მხოლოდ სამსახურში დაკისრებულ ვალდებულებებზე ვფიქრობ და ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო. ზოგადად, მენეჯმენტის განხრით მინდა სამუშაოს გაგრძელება.
ავტორი: მარიამ ტიელიძე