3 წთ წინ
გიორგი გახარია – „ევროპული სკოლის” მშენებლობა კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ღრმავდება
9 წთ წინ
21-ე საუკუნის თბილისის მნიშვნელოვანი ისტორიული ეპიზოდები
24 წთ წინ
ეკონომიკური პროგნოზები სამთავრობო ცვლილებების ფონზე
31 წთ წინ
“განსაკუთრებით არაბები ჩივიან, თუ როგორ მოატყუეს საქართველოში” – გოგა ჩანადირი იმის შესახებ, თუ როგორ იცნობს მსოფლიო საქართველოს
3 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა – მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” (EBRD) „თიბისი ბანკი” საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

“ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის” მმართველი დირექტორის, ფრანცის მალიგიმის განცხადებით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვაჭრობის დაფინანსებაა.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ფრანცის მალიგმა. „EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება. „თიბისი ბანკი“ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა“, – ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: