3 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
21 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
24 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

დავით გარეჯის საკითხზე დღეს დამტკიცდება კომისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი და დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სამონასტრო კომპლექსზე წვდომა ისე, როგორც აქამდე, იქნება შესაძლებელი.

„დავით გარეჯის საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიღწეულია შეთანხმება, იქმნება კომისია. დღეს დამტკიცდება ის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი. დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან, იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და ამ პერიოდის განმალობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსზე. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება მიღებული”,- განაცხადა ბახტაძემ.

Please follow and like us: