3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება.

შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

Please follow and like us: