ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რათა პირველივე ტურში მოხდეს არჩევნების დასრულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, პრობლემას ამაში ვერ ხედავს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რათა პირველივე ტურში მოხდეს არჩევნების დასრულება. პრობლემა არც ის არის, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც 50%-იანი ბარიერი შემოიღო”, – განაცხადა კახა კალაძემ.