წელს შეზღუდული შესაძლებლობის პირები დახმარების გარეშე ზღვაში შესვლას შეძლებენ. ინიციატივა ბათუმის ბულვარს ეკუთვნის. ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ტივტივა სავარძლები  შეიძინოს, მოაწყოს საშხაპეები და გასახდელი.  პროგრამა  წელს საპილოტე იქნება.

საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებით სარგებლობას შშმ პირებს წელს პირველად შეძლებენ.  კოსტრუქცის გამოყენება მსურველთათვის უფასო იქნება. საპილოტე პრექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე ზღვისპირა პარკის ადმინისტრაცია სულ 5 ერთეულს შეიძენს. ისინი ძველი ბულვარის პლაჟზე განთავსდება

იმ შემთხვევაში, თუკი საპილოტე პროგრამა  გაამართლებს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია  ტივტივა სავარძლებს   დამატებით შეიძენს. როგორც ზღვისპირა პარკში აცხადებენ, ეტლი მაქსიმალურად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე.

შშმ პირებისთვის ზღვისპირა ზოლში   ადაპტირებული საპირფარეშოებიც მოეწყობა, იქნება საშხაპე და  გასახდელი.  სიახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში.

ბულვარის ადმინისტრაციამ  საცურაო ტივტივას კონსტრუქცისა და მოდელის ვარიანტები შშმ პირებტან კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია. ისინი, ვისაც სიახლე ეხება, ამბობენ, რომ ადაპტირებული გარემო ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. ზღვისპირა პარკის ადამინისტრაცია  შშმ პირებისთვის ზღვისპირა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში სავარაუდოდ 41 ათას 500 ლარამდე თანხას დახარჯავს. 

Please follow and like us: