ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო. ვერსიები, რაც მოვისმინე, სრულიად ცინიკური და არადამაჯერებელია, –  მამა ანდრია ჯაღმაიძე მახათას მთაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის საკითხზე არსებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მახათას მთაზე მყოფებისთვის ცხადი იყო, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის გამოსვლისას არსებული ხარვეზი ტექნიკურ გაუმართაობასთან იყო კავშირში.

„ძალიან არაბუნებრივი და უცნაური ტონალობით საუბრობდა ბატონი მამუკა იმ გამოსვლის დროს, თუმცა აშკარა იყო ტექნიკური ხარვეზი. მოვისმინე ათასგვარი ვერსიები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დილიდან პრემიერი და მინისტრები იდგნენ წირვაზე,“ – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Please follow and like us: