5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს და მას მშვიდობას, ერთობასა და სიმტკიცეს უსურვებს.

როგორც „თბილისი თაიმსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნოებს, დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. საზეიმო ღონისძიებები ტარდება აგრეთვე ქალაქ ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), სადაც თამარ მეფის დიდი ძეგლია აღმართული.

„საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, რომელსაც მემატიანე მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: