თბილისში 40 საზაფხულო ბაღი 13 ათას აღსაზრდელს მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით დღეიდან დაიწყო.

„სიახლე გვაქვს საზაფხულო ბაღებთან დაკავშირებით. საბავშვო ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტია საზაფხულო ბაღები და წელსაც ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, დღეიდან უკვე ხდება განცხადებების მიღება. 13 000 აღსაზრდელს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ ბაღებით. დღეიდან უკვე დაწყებულია განცხადებების მიღება, როგორც ვიცი, ელექტრონულად ხდება ეს ყველაფერი და ამ რეგისტრაციაში შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ბაღის აღსაზრდელებმა, არამედ, 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერმა ბავშვმა. ყველასთვის არის ხელმისწვდომი, ვისაც სურვილი აქვს”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202, N29, N66, N215, N182; კრწანისის რაიონი – N51, N206; მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162; ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112; სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

Please follow and like us: