1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, ღონისძიებები თბილისსა და 12 ქალაქში გაიმართება, მათ შორის – თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, ამბროლაურში, ფოთში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთასა და ყაზბეგში.

ფიცის დადება გაიმართება ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე – უფლისციხე, ანანური, გრემი, დადიანების სასახლე და მრავალძალი. ჰიმნს შეასრულებს: ოპერის გუნდი, გორის ქალთა კაპელა და აფხაზეთის კაპელა. სოლისტები: იანო თამარი და ოთო ჯორჯიკია. მრავალჟამიერს შეასრულებს საპატრიარქოს გუნდი, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღონისძიების აღსანიშნავად, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი და საკონცერტო პროგრამაა დაგეგმილი, ჩატარდება მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი და Street Art. საკონცერტო პროგრამას შეასრულებს Tbilisi Newcomers და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. გაიმართება ბუშტების ინსტალაცია „17:10“, ორიგამის ინსტალაცია, ინსტალაცია „26 მაისი“, გამოფენა „თბილისის ისტორია“, შუშის ინსტალაცია „ფერადი კედლები“, საგამოფენო სტენდები -„ჩვენი დროის ადამიანები“; საინფორმაციო სტენდები – „იცით თუ არა რომ“.

გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა: „სტარტაპ მარკეტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

მაღალტექნოლოგიურ, შემეცნებით კუთხეში მოსახლეობას საშუალება ექნება ქართველ სტარტაპერებს გაეცნოს და მათი პროდუქტები დაათვალიეროს. ასევე ნახოს რობოტი პეპერი ლინგვინგის უცხო ენების შემსწავლელი აპლიკაციით; გაიმართება 260 გრადუსიანი ვიდეოს ჩვენება სამ წარმატებულ გამომგონებელზე; ვიარის სათვალით დამთვალიერებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს; ელექტროკალმით ბავშვები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა პროდუქტი; მოეწყობა ახალგაზრდა და ძველი გამომგონებლების კუთხე.

ასევე ღია ცის ქვეშ მოეწყობა საგამოფენო, მოსასვენებელი სივრცეები და გაიმართება ღვინის დეგუსტაცია. ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.

2019 წლის 26 მაისი ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება.

Please follow and like us: