ვახუშტი მენაბდის, კახა ავალიშვილის, ცოტნე ცხვედიანის, გიორგი კობახიძის, გიორგი სოფრომაძისა და დავით სუბელიანის მიმართ სამართალდარღვევის პროცესი შეწყდა და ყველა მათგანს 1500-1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ყველა მათგანის დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, დაკავებული პირები: კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე,

გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, დავით სუბელიანი 2 აპრილს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. დაკავებულთა შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი დავით სუბელიანი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი ამოიყვანეს. 8 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი, მეორე ცხედარიც იპოვეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.

Please follow and like us: